თეგი: ჰამბურგი
მედია: ჰამბურგში დააკავეს მოქალაქე, რომელიც პრორუსულ ტელეგრამ არხს მართავდა
ჰამბურგში დააკავეს გერმანიის 31 წლის მოქალაქე, რომელიც პრორუსულ ტელეგრამ არხს მართავდა. კაცს ბრალად ედება ლათინური ასო - Z-ს გამოყენება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის სიმბოლოდ იქცა, იუწყება სხვადასხვა წყარო პროკურატურაზე დაყრდნობით. გამოძიების თანახმად, გერმანელი მინსკში გამგზავრებას ორ კვირაში გეგმავდა. კაცი ერთ-ერთ ფოტოზე რუსული AK-47 ტიპის ავტომატით პოზირებდა, რის გამოც იარაღის შესახებ კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. ის ასევე ეჭვმიტანილია უკრაინაში საბრძოლველად ხალხის გადაბირებაში. საგამოძიებო უწყების ცნობით, ამით მან გერმანიის კანონმდებლობა დაარღვია. პროკურატურის განცხადებით, გერმანიის 31 წლის მოქალაქე იყო ტელეგრამ არხის მფლობელი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. საუბარია ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე, რომელსაც პროკურატურამ „პრორუსული ეროვნულ-ბოლშევიკური პლატფორმა“ უწოდა. ბრალდებულის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც, მედიის ცნობით, AK-47 ვერ იპოვეს, თუმცა სხვა ნივთებთან ერთად, რამდენიმე დანა ამოიღეს. მარტის ბოლოს, გერმანიის რამდენიმე მხარეში, მათ შორის ბავარიაში, ბერლინში, ქვემო საქსონიასა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ლათინური Z-ს გამოყენება აკრძალა.
ჰამბურგის აეროპორტი კვლავ დახურულია
ჰამბურგის აეროპორტი კვლავ დახურულია. მანამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებულმა კაცმა ავტომობილით ჯებირი გაარღვია, ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. გასროლის ფაქტი პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ არავინ დაშავებულა. მანქანა 35 წლის კაცთან და 4 წლის ბავშვთან ერთად, თვითმფრინავის ქვეშ იყო გაჩერებული, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 20:00 საათზე მოხდა. „ოპერაცია გრძელდება. ჩვენი მომლაპარაკებლები კონტაქტში არიან მანქანაში მყოფ პირთან," - წერია პოლიციის X გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. Reuters-ი წერს, რომ პოლიცია არ ადასტურებს მათ ადრინდელ განცხადებებს, რომ კაცი შეიარაღებული იყო და მან ჰაერში გაისროლა.
ჰამბურგის აეროპორტში ინციდენტი ეჭვმიტანილის დაკავებით დასრულდა
ჰამბურგის აეროპორტის ინციდენტი დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციის თქმით, კაცი, რომელიც აეროპორტში მანქანით, შვილთან ერთად შეიჭრა, დაკავებულია. ის პოლიციას ჩაბარდა. ტერიტორიიდან ბავშვიც უვნებლად გამოიყვანეს. ინციდენტმა აეროპორტში ფრენების შეფერხება გამოიწვია. აეროპორტში განაცხადეს, რომ კვირას დაგეგმილი იყო 286 ფრენა დაახლოებით 34 500 მგზავრით. მანქანა 35 წლის კაცთან და 4 წლის ბავშვთან ერთად, თვითმფრინავის ქვეშ იყო გაჩერებული, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ კაცთან მოლაპარაკებები თარჯიმნის მეშვეობით, თურქულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა უცნობია, რა კავშირი აქვს მას ამ ქვეყანასთან. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სავარაუდოდ, სამეურვეო დავას უკავშირდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაცმა ჰაერში ორჯერ გაისროლა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ჰამბურგის აეროპორტი კვლავ დახურულია