ჰამბურგის აეროპორტი კვლავ დახურულია.
მანამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებულმა კაცმა ავტომობილით ჯებირი გაარღვია, ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. გასროლის ფაქტი პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ არავინ დაშავებულა. მანქანა 35 წლის კაცთან და 4 წლის ბავშვთან ერთად, თვითმფრინავის ქვეშ იყო გაჩერებული, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით.
შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 20:00 საათზე მოხდა.
„ოპერაცია გრძელდება. ჩვენი მომლაპარაკებლები კონტაქტში არიან მანქანაში მყოფ პირთან," - წერია პოლიციის X გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
Reuters-ი წერს, რომ პოლიცია არ ადასტურებს მათ ადრინდელ განცხადებებს, რომ კაცი შეიარაღებული იყო და მან ჰაერში გაისროლა.