ჰამბურგის აეროპორტის ინციდენტი დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის თქმით, კაცი, რომელიც აეროპორტში მანქანით, შვილთან ერთად შეიჭრა, დაკავებულია. ის პოლიციას ჩაბარდა.
ტერიტორიიდან ბავშვიც უვნებლად გამოიყვანეს.
ინციდენტმა აეროპორტში ფრენების შეფერხება გამოიწვია. აეროპორტში განაცხადეს, რომ კვირას დაგეგმილი იყო 286 ფრენა დაახლოებით 34 500 მგზავრით. მანქანა 35 წლის კაცთან და 4 წლის ბავშვთან ერთად, თვითმფრინავის ქვეშ იყო გაჩერებული, განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ კაცთან მოლაპარაკებები თარჯიმნის მეშვეობით, თურქულ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა უცნობია, რა კავშირი აქვს მას ამ ქვეყანასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სავარაუდოდ, სამეურვეო დავას უკავშირდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაცმა ჰაერში ორჯერ გაისროლა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.