თეგი: „მარცვლეულის ინიციატივა“

თურქეთს „მარცვლეულის ინიციატივის“ ერთი წლით გახანგრძლივება სურს

თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. ჰულუსი აკარის თქმით, უკრაინამ თურქეთის მეშვეობით რუსეთს გარანტიები მისცა, რომ არ გამოიყენებს შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის. „ჩვენ შევთავაზებთ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას", - განაცხადა აკარმა. რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება  

ხორვატია უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარ პორტებს სთავაზობს

ხორვატია უკრაინული მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტების ტრანსპორტირებისთვის, სარკინიგზო ქსელს და ადრიატიკის ზღვაში თავის პორტებს სთავაზობს. Ukrinform-ის ცნობით, ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა პოლიტიკურ საკითხებში, ფრანო მატუშიჩმა ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დებატები მიმდინარეობდა.  ხორვატია მზადაა, დაეხმაროს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტების მოძიებაში. უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით განიხილავს „ხორვატიის რკინიგზა და პორტები ადრიატიკის ზღვაში შესაძლო ალტერნატიულ მარშრუტებს შორისაა,“ - განაცხადა მატუშიჩმა. ხორვატიის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შიმშილის საფრთხეს იწვევს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხორვატია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება და სრულად შეასრულოს „მარცვლეულის შეთანხმება“

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უკან წაიღოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს მარცვლეულის ინიციატივას. Europetime-თან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინასთან ერთად მუშაობს, რომ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანმა მარცვლეულმა ყველაზე დაუცველ ხალხამდე მიაღწიოს. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში. „რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს, ამჯერად - შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივაში“ მონაწილეობის შეჩერებით. ეს რუსეთის არაკეთილსინდისიერების და სისასტიკის მორიგი მაგალითია. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოში 32 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეული და საკვები პროდუქტები გადაიზიდა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონებში, როგორიცაა, აფრიკის რქა, საჰელი, იემენი და ავღანეთი. უფრო ფართოდ - ინიციატივის ფარგლებში ყოველმა გადაზიდვამ შეუწყო ხელი გაჭირვების შემცირებას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, ვინაიდან მარცვლეულის შეტანა მსოფლიო ბაზრებზე, სურსათის ფასებს ყველასთვის ამცირებს. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, გაერომ რუსეთის სურსათის რეკორდულ ექსპორტს ხელი შეუწყო, კოორდინაციაშია კერძო სექტორთან და აშშ-სთან, ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან, რუსეთის მიერ წამოჭრილი ნებისმიერი შეშფოთების გარკვევის მიზნით. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ G7-ის (დიდი შვიდეულის) სანქციები არ მოქმედებს რუსეთის სურსათისა და სასუქების ექსპორტზე,“ - აღნიშნა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე შეფასებით, რუსეთის ცინიკური ქმედებები აზიანებს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს. „შეერთებული შტატები მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს  მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. BSGI-ის (შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა) მეშვეობით ექსპორტირებული ხორბლის 65 პროცენტი პირდაპირ მიდიოდა განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის ყველაზე დაუცველ ქვეყნებში, როგორიცაა, იემენი, ეთიოპია და სომალი, ხშირად, ეს ხდებოდა მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით. რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. მართლაც, ჩვენ უკვე ვხედავთ ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების გლობალურ ზრდას იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მუშაობა, რათა რუსულ და უკრაინულ მარცვლეულს მიეღწია დანარჩენ მსოფლიომდე, მათ შორის იმის კიდევ ერთხელ უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სანქციები არ ეხება რუსულ საკვებსა და სასუქს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ბაზრებსა და იმ ხალხამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, განაახლოს მოლაპარაკებები, დაუყოვნებლივ გააფართოოს და სრულად განახორციელოს ინიციატივა მილიონობით ადამიანის სასარგებლოდ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მარცვლეულზე,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე. ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. „ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ზელენსკიმ ზალუჟნის და სხვა ლიდერებს დაავალა, „მარცვლეულის ინიციატივის“ გასაგრძელებლად მოემზადონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების უზრუნველსაყოფად ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მთავარ მეთაურს ზალუჟნის, სარდალ ნეიჟპაპას და მინისტრ კუბრაკოვს [მიიღეს ბრძანება] მოამზადონ ზომების ნაკრები „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირების გასაგრძელებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, შეიმუშაოს მსგავსი დიპლომატიური ნაბიჯები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა უკრაინის პორტებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე, თურქეთთან და გაეროსთან ძალაში რჩება. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“

მედია: „მარცვლეულის ინიციატივის“ განახლებაზე შესაძლოა, სტამბოლში მოლაპარაკებები გაიმართოს

თურქეთი ცდილობს, რაც შეიძლება მალე აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, ტექნიკური მოლაპარაკებები ინიციატივის ხელახალი გააქტიურებაზე შესაძლოა, სტამბოლში გაიმართოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Sabah-ი იტყობინება. „ტექნიკური მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის დერეფნის ხელახალი გააქტიურებასთან დაკავშირებით შესაძლოა, სტამბოლში წარიმართოს,“ - ნათქვამია სტატიაში. მედია: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ „რეგიონში მშვიდობის მსურველი, ანკარა ცდილობს, რაც შეიძლება მალე გააცოცხლოს შავი ზღვის ინიციატივა ალტერნატიული მარშრუტების არჩევის ნაცვლად,“ - წერს მედია. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს საპროექტო წინადადებებზე, რათა თავიდან აიცილოს გლობალური პრობლემები, მიგრაცია და შიდა არასტაბილურობა განუვითარებელ ქვეყნებში. ცნობისთვის, ანკარის შეფასებით, ალტერნატიული მარშრუტები შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივას“ ვერ ჩაანაცვლებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის