მედია: „მარცვლეულის ინიციატივის“ განახლებაზე შესაძლოა, სტამბოლში მოლაპარაკებები გაიმართოს

თურქეთი ცდილობს, რაც შეიძლება მალე აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, ტექნიკური მოლაპარაკებები ინიციატივის ხელახალი გააქტიურებაზე შესაძლოა, სტამბოლში გაიმართოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Sabah-ი იტყობინება.

„ტექნიკური მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის დერეფნის ხელახალი გააქტიურებასთან დაკავშირებით შესაძლოა, სტამბოლში წარიმართოს,“ - ნათქვამია სტატიაში.

„რეგიონში მშვიდობის მსურველი, ანკარა ცდილობს, რაც შეიძლება მალე გააცოცხლოს შავი ზღვის ინიციატივა ალტერნატიული მარშრუტების არჩევის ნაცვლად,“ - წერს მედია.


სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს საპროექტო წინადადებებზე, რათა თავიდან აიცილოს გლობალური პრობლემები, მიგრაცია და შიდა არასტაბილურობა განუვითარებელ ქვეყნებში.

ცნობისთვის, ანკარის შეფასებით, ალტერნატიული მარშრუტები შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივას“ ვერ ჩაანაცვლებს.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.

კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს.


დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა.


ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.

შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.


შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ: