ზელენსკიმ ზალუჟნის და სხვა ლიდერებს დაავალა, „მარცვლეულის ინიციატივის“ გასაგრძელებლად მოემზადონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების უზრუნველსაყოფად ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მთავარ მეთაურს ზალუჟნის, სარდალ ნეიჟპაპას და მინისტრ კუბრაკოვს [მიიღეს ბრძანება] მოამზადონ ზომების ნაკრები „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირების გასაგრძელებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, შეიმუშაოს მსგავსი დიპლომატიური ნაბიჯები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა უკრაინის პორტებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე, თურქეთთან და გაეროსთან ძალაში რჩება.


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ:

შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“