თეგი: Amazon
Amazon-მა აშშ-ის ორ ქალაქში მომხმარებლებისთვის შეკვეთის დრონით მიწოდება დაიწყო
Amazon-მა აშშ-ის ორ ქალაქში მომხმარებლებისთვის შეკვეთების მიწოდება დრონების გამოყენებით დაიწყო. Ars Technica-ს ვებსაიტის მიხედვით, Amazon Prime Air-ის მიწოდების სერვისმა ფუნქციონირება ლოკფორდში, (კალიფორნია) და კოლეჯ სთეშინში, (ტეხასი) დაიწყო. სერვისი მომხმარებელს 2,3 კილოგრამამდე წონის შეკვეთების დრონით მიწოდებას სთავაზობს. კომპანიის ცნობით, მიწოდებული პაკეტების 85 პროცენტამდე ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მიწოდებას ერთი საათი სჭირდება. ამაზონმა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) თანხმობა მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო.
Amazon-მა რეკორდული რაოდენობის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ განაცხადა
Amazon-ი 18000-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯესიმ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას Amazon-ის ხელმძღვანელმა „ეკონომიკაში გაურკვევლობა“ და ის ფაქტი დაასახელა, რომ კომპანია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალ თანამშრომლებს აქტიურად იღებდა. თანამდებობიდან გათავისუფლება ძირითადად აისახება Amazon-ის საცალო ბიზნესზე, როგორიცაა Amazon Fresh-ი და Amazon Go-ს ოფლაინ მაღაზიები და PXT-ის განყოფილება, რომელიც პერსონალის საკითხებს ეხება. ქვეყნები არ დაუსახელებიათ, თუმცა ცნობილია, რომ Amazon-ის ახალი გადაწყვეტილება ევროპის ქვენებზე აისახება.
Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა $4 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციები გაყიდა
მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში თავისი აქციების მეტი წილი გაყიდა, რითაც ბოლო დღეებში გაყიდვების ჯამური ღირებულება 4 მილიარდ დოლარს აღემატება, იუწყება BBC. ბეზოსმა, რომელიც ფირმის აღმასრულებელი თავმჯდომარეა, ბოლოს Amazon-ის აქციები 2021 წელს გაყიდა. ამ თვის დასაწყისში Amazon-მა განაცხადა, რომ ის დაახლოებით 8,4 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავს. ბეზოსმა ბოლოს 2022 წელს, Amazon-ში, როგორც მისი ქველმოქმედების ნაწილი, ასევე გასცა აქციები.
Amazon-ი და Microsoft-ი 20 მარტიდან რუსეთში საკუთარ ქლაუდ-სერვისებს დაბლოკავენ
ამერიკული კომპანიები Amazon და Microsoft 20 მარტიდან რუსეთში საკუთარ (cloud products - Power BI, Dynamics CRM და სხვა.) პროდუქტებზე წვდომას შეზღუდავენ. Softline-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შესაბამისი ინფორმაცია ორი ტექნოლოგიური გიგანტისგან მიიღეს. რუსი მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს ამერიკული კომპანიების პროდუქტების გამოყენებისა და მონაცემებზე წვდომის სრულ შეზღუდვას. შეზღუდვები უკავშირდება „ევროკავშირის მე-12 სანქციების პაკეტს“, რომელიც რუსეთში ბიზნეს ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის და სხვა პროდუქტების მიწოდებას ზღუდავს. ყველა კომპანიას ურჩევენ, რაც შეიძლება მალე დაარქივონ თავიანთი მონაცემები, რათა არ დაკარგონ წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. ქლაუდ ტექნოლოგია პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ მონაცემებზე, პროგრამებსა და ბაზებზე, რომლებიც მათ კომპიუტერში არ ინახება. ვირტუალურ სერვერებში განთავსებულ ობიექტებთან წვდომისთვის ისინი ინტერნეტს იყენებენ. მომხმარებლები ყიდულობენ არა პროგრამული უზრუნველყოფის უვადო ლიცენზიებს, არამედ, სერვისს გარკვეული ვადით და შემდეგ ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით იღებენ წვდომას.