Amazon-მა აშშ-ის ორ ქალაქში მომხმარებლებისთვის შეკვეთის დრონით მიწოდება დაიწყო

Amazon-მა აშშ-ის ორ ქალაქში მომხმარებლებისთვის შეკვეთების მიწოდება დრონების გამოყენებით დაიწყო.

Ars Technica-ს ვებსაიტის მიხედვით, Amazon Prime Air-ის მიწოდების სერვისმა ფუნქციონირება ლოკფორდში, (კალიფორნია) და კოლეჯ სთეშინში, (ტეხასი) დაიწყო. სერვისი მომხმარებელს 2,3 კილოგრამამდე წონის შეკვეთების დრონით მიწოდებას სთავაზობს. კომპანიის ცნობით, მიწოდებული პაკეტების 85 პროცენტამდე ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მიწოდებას ერთი საათი სჭირდება.

ამაზონმა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) თანხმობა მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო.