თეგი: G20-ის სამიტი
ინდონეზიის პრეზიდენტი: პუტინს შეუძლია, G20-ის სამიტს ვირტუალურად დაესწროს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, G20-ის ლიდერების სამიტს, რომელიც მომავალ კვირას იმართება, ვირტუალურად დაესწროს. მიხაილო პოდოლიაკი: პუტინის დასწრება G20-ის სამიტზე, მსოფლიო ელიტას არასწორ სიგნალს გაუგზავნის ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომელიც 2022 წელს G20-ის სამიტს მასპინძლობს. ჯოკო ვიდოდოს თქმით, პუტინმა გასულ კვირას, მასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ბალიზე, სამიტში მონაწილეობას არ გამორიცხავდა. ზელენსკი: უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ მას პუტინიც დაესწრება „მაგრამ თუ პუტინი ბალიზე არ ჩამოვა, შესაძლო, მან გამოთქვას სურვილი, რომ სამიტს ვირტუალურად დაესწროს”, - განუცხადა ჯოკო ვიდოდომ ჟურნალისტებს როგორც G20-ის სამიტის მასპინძელი ქვეყანა, ინდონეზია დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის ზეწოლას ეწინააღმდეგება და პუტინისთვის მოწვევის გაუქმებასა და რუსეთის ჯგუფიდან გარიცხვას არ ემხრობა. ინდონეზიამ ასევე G20-ის სამიტზე მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ სამიტს არ დაესწრება, თუ პუტინი ბალიზე ჩავა. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, რაღაც ფორმატში ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში“, - განაცხადა ნიკიფოროვმა. მანამდე, ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ მას პუტინიც დაესწრება. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. ინდონეზიის პრეზიდენტი: პუტინს შეუძლია, G20-ის სამიტს ვირტუალურად დაესწროს G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.
პესკოვი: პუტინი G20-ის სამიტს არც ონლაინ რეჟიმში დაესწრება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის არც ონლაინ რეჟიმში. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, G20-ის სამიტს პუტინი გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ დაესწრება. შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება. მანამდე ცნობილი იყო, რომ პუტინს G20-ის სამიტზე, საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენდა.