ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, რაღაც ფორმატში ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.

მანამდე, ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ მას პუტინიც დაესწრება.


ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.

G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს.

G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.