თეგი: Moderna
სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს იდენტური ვაქცინა შექმნეს
სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს კოვიდვაქცინის იდენტური პრეპარატი შექმნეს, რითაც იმედოვნებეენ, რომ კონტინენტზე ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება. მკვლევრებს მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც (WHO). BBC წერს, რომ ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გარღვევა აფრიკის კონტინენტისთვის, რადგან mRNA ვაქცინების დიდი უმრავლესობა მდიდარ ქვეყნებში გაიგზავნა, დაბალი შემოსავლის ქვეყნებს კი მათზე ნაკლები წვდომა ჰქონდათ. Moderna-ს პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი. BBC-ის ცნობით, Moderna-მ ადრე განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ვაქცინის პატენტს, რამაც კეიპტაუნის მეცნიერებს მისცა უფლება, ვაქცინის საკუთარი ვერსია შეექმნათ.
Moderna Pfizer-სა და BioNTech-ს სასამართლოში უჩივის
ამერიკული კომპანია Moderna Pfizer-სა და მის პარტნიორ BioNTech-ს, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტექნოლოგიის გამო უჩივის. Moderna-ს განცხადებით, Pfizer-მა და BioNTech-მა Covid19-ის პირველი ვაქცინის შემუშავებაში საპატენტო უფლება დაარღვიეს, დავის მიზეზი mRNA ტექნოლოგიის შემუშავებაა. Moderna ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა თანხის რაოდენობა ამ დრომდე კონფიდენციალურია. კომპანიამ სარჩელი გერმანიასა და აშშ-ში ერთდროულად შეიტანა.
კიბოს პირველი ვაქცინა შესაძლოა, მალე ხელმისაწვდომი გახდეს
ახალი ვაქცინის ვარიანტი კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. ამ დროისთვის მე-2 ფაზის კლინიკურ კვლევებში 157 პაციენტი მონაწილეობს. თუ ცდები წარმატებით დასრულდება, ეს ვაქცინა შესაძლოა, მალე გახდეს ხელმისაწმდობი. Moderna-ს პრეპარატის ვერსიას ამჟამად, ფარმაცევტული კომპანია Merck&Co ფლობს. კიბოს ვაქცინის (PCV) შესაქმნელად, მეცნიერები პაციენტის მუტაციური მელანომის უჯრედების ნიმუშებს იღებენ. მათ შეუძლიათ, დაადგინონ, რომელი ანტიგენები გამოიწვევს იმუნურ პასუხს. ამ ინფორმაციის საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ, შექმნან პერსონალიზებული mRNA ვაქცინა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანის სხეულს, ებრძოლოს სიმსივნეებს და კიბოს პროგრესი შეაჩეროს. კომპანია Merck-ი და Moderna კიბოს ვაქცინაზე მუშაობის შესახებ 2016 წელს შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს
Moderna-ს mRNA ვაქცინა მაღალი რისკის მელანომის განმეორებასა და გავრცელებას ამცირებს — კვლევა
კლინიკური კვლევის დროს დადასტურდა, რომ კიბოს mRNA ვაქცინამ მელანომის რეციდივისა და გავრცელების რისკი შეამცირა. შესაბამის განცხადებას კომპანია Moderna ავრცელებს. ამ ფონზე ფარმაცევტული კომპანიის აქციები 160%-ით გაზარდა. ეს არის პირველი წარმატებული შედეგი მრნმ-ის (mRNA) კიბოს ვაქცინის კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპზე. ვაქცინა პაციენტის იმუნურ სისტემას „ასწავლის“, როგორ ებრძოლოს სიმსივნეს — ის მიზანში იღებს სიმსივნურ უჯრედებში არსებულ კონკრეტულ მუტაციებს. კვლევამ ასევე პირველად აჩვენა, რომ Keytruda-სთან {კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიული პრეპარატი} ამ ვაქცინის დამატება უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მხოლოდ Keytruda-ს გამოყენება. მსგავსი მიდგომები ამჟამად ფილტვის, ძუძუსა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგაც გამოიცდება. Parker Institute for Cancer Immunotherapy-ის ხელმძღვანელმა კარენ კნუდსენმა თქვა, რომ Moderna-ს შედეგებმა შესაძლოა, მყარი სიმსივნეების მკურნალობაში ახალი ეპოქის დასაწყისი მოასწავოს. მისი თქმით, ეს წარმატებული შედეგი იმუნოთერაპიის განვითარების ახალ ეტაპს ხსნის — „ეს მხოლოდ დასაწყისია.“