ამერიკული კომპანია Moderna Pfizer-სა და მის პარტნიორ BioNTech-ს, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტექნოლოგიის გამო უჩივის.
Moderna-ს განცხადებით, Pfizer-მა და BioNTech-მა Covid19-ის პირველი ვაქცინის შემუშავებაში საპატენტო უფლება დაარღვიეს, დავის მიზეზი mRNA ტექნოლოგიის შემუშავებაა.
Moderna ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა თანხის რაოდენობა ამ დრომდე კონფიდენციალურია.
კომპანიამ სარჩელი გერმანიასა და აშშ-ში ერთდროულად შეიტანა.