სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს კოვიდვაქცინის იდენტური პრეპარატი შექმნეს, რითაც იმედოვნებეენ, რომ კონტინენტზე ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება. მკვლევრებს მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც (WHO).
BBC წერს, რომ ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გარღვევა აფრიკის კონტინენტისთვის, რადგან mRNA ვაქცინების დიდი უმრავლესობა მდიდარ ქვეყნებში გაიგზავნა, დაბალი შემოსავლის ქვეყნებს კი მათზე ნაკლები წვდომა ჰქონდათ.
Moderna-ს პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი. BBC-ის ცნობით, Moderna-მ ადრე განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ვაქცინის პატენტს, რამაც კეიპტაუნის მეცნიერებს მისცა უფლება, ვაქცინის საკუთარი ვერსია შეექმნათ.