ახალი ვაქცინის ვარიანტი კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. ამ დროისთვის მე-2 ფაზის კლინიკურ კვლევებში 157 პაციენტი მონაწილეობს. თუ ცდები წარმატებით დასრულდება, ეს ვაქცინა შესაძლოა, მალე გახდეს ხელმისაწმდობი. Moderna-ს პრეპარატის ვერსიას ამჟამად, ფარმაცევტული კომპანია Merck&Co ფლობს.
კიბოს ვაქცინის (PCV) შესაქმნელად, მეცნიერები პაციენტის მუტაციური მელანომის უჯრედების ნიმუშებს იღებენ. მათ შეუძლიათ, დაადგინონ, რომელი ანტიგენები გამოიწვევს იმუნურ პასუხს. ამ ინფორმაციის საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ, შექმნან პერსონალიზებული mRNA ვაქცინა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანის სხეულს, ებრძოლოს სიმსივნეებს და კიბოს პროგრესი შეაჩეროს.
კომპანია Merck-ი და Moderna კიბოს ვაქცინაზე მუშაობის შესახებ 2016 წელს შეთანხმდნენ.
ასევე წაიკითხეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ