თეგი: Pfizer
თამარ გაბუნია: ვაქცინებთან დაკავშირებით ვმუშაობთ - გვქონდა კომუნიკაცია Pfizer-თან ახალ ხელშეკრულებაზე
გვქონდა კომუნიკაცია Pfizer-თან ახალ ხელშეკრულებაზე. ვაქცინების მოწოდება განახლდება უკვე პირველი კვარტლის ბოლოდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თუმცა ჩვენ ადაპტირებული ვაქცინის მოლოდინიც გვაქვს. როგორც კი იქნება ადაპტირებული ვაქცინა ხელმისაწვდომი, თუკი ჩაითვალა საჭიროდ, რომ ასეთი უნდა დამზადდეს, რა თქმა უნდა ეს პირობაც გათვალისწინებულია, რომ საქართველომ მიიღოს ადაპტირებული ვაქცინა“, - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი.
ზურაბ აზარაშვილი: მარტის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინების ახალი პარტია შემოვა
მარტის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინების ახალი პარტია შემოვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილი მთავრობის სდხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია. „შემცირების ტემპი ისევ გაგრძელდება. რაც შეეხება ტესტირებების შემცირებას, ამის გამო არ არის ინფიცირებულების რაოდენობა შემცირებული. ჩვენ აქტიურად ვუყურებთ თუ რამდენი ჰოსპიტალიზაციაა ყოველდღე და თუ ნახავთ, ეს მაჩვენებლებიც საკმაოდ შემცირებულია. თუ თებერვლის შუა რიცხვებში გვქონდა 6000-მდე ათვისებული საწოლი ჰოსპიტალში. დღეს უკვე 2000-მდე ჩამოვედით, ესეც მკვეთრად მიუთითებს იმაზე, რომ ეს პიკი გადავლილია და ქვეყანა მიდის დამშვიდებისკენ“, - განაცხადა აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
Pfizer-მა კომპანია Global Blood Therapeutics-ი $5.4 მილიარდად იყიდა
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Pfizer-მა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, Global Blood Therapeutics-ი $5.4 მილიარდად იყიდა. Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ მხარეებს შორის შემდგარი გარიგება, პაციენტების მდგომარეობას გააუმჯობესებს. „ღრმა ბაზრის ცოდნა და მეცნიერული და კლინიკური შესაძლებლობები, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში იშვიათ ჰემატოლოგიაში შევიმუშავეთ, საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ინოვაციები“, - თქვა ბურლამ. როგორც ცნობილია, კომპანიის ერთ აქციაში Pfizer-მა $68.5 გადაიხადა. ამასთან, Global Blood Therapeutics-ი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალო პრეპარატს აწარმოებს, რომელმაც გასულ წელს, კომპანიას $195 მილიონი მოუტანა. ცნობისთვის, რომ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია მწვავე დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 4.5 მილიონ ადამიანს აქვს.
Moderna Pfizer-სა და BioNTech-ს სასამართლოში უჩივის
ამერიკული კომპანია Moderna Pfizer-სა და მის პარტნიორ BioNTech-ს, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტექნოლოგიის გამო უჩივის. Moderna-ს განცხადებით, Pfizer-მა და BioNTech-მა Covid19-ის პირველი ვაქცინის შემუშავებაში საპატენტო უფლება დაარღვიეს, დავის მიზეზი mRNA ტექნოლოგიის შემუშავებაა. Moderna ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა თანხის რაოდენობა ამ დრომდე კონფიდენციალურია. კომპანიამ სარჩელი გერმანიასა და აშშ-ში ერთდროულად შეიტანა.
აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის ცხვირის სპრეი დაამტკიცა
აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სპრეი პაციენტებს საშუალებას მისცემს, სწრაფად მოქმედი პრეპარატის გამოყენებით ტკივილსგან გათავისუფლდნენ. კლინიკური ცდების მესამე ფაზის დროს, ადამიანებში ტკივილის დონე დაახლოებით 15 წუთში შემსუბუქდა. მეცნიერების თქმით, Zavzpret-ი მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებად მიიჩნევა პაციენტებისთვის, რომლებიც პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ. სპრეი შაკიკის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად Pfizer-მა კომპანია Biohaven-ისგან გასულ წელს, 10 მილიარდ დოლარად შეიძინა. „(Pfizer) პრეპარატს ორი მთავარი უპირატესობა აქვს: ის უსაფრთხოა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებისთვის და მეორე, ჭარბი გამოყენებისას არ იწვევს თავის ტკივილს“, - განაცხადა კლივლენდის კლინიკის ფსიქიატრმა დოქტორ ემად ესტემალიკმა. შაკიკის კვლევის ფონდის თანახმად, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 39 მილიონი ადამიანი იტანჯება მისგან გამოწვეული ტკივილით. ახალი პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.