Pfizer-მა კომპანია Global Blood Therapeutics-ი $5.4 მილიარდად იყიდა

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Pfizer-მა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, Global Blood Therapeutics-ი $5.4 მილიარდად იყიდა.

Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ მხარეებს შორის შემდგარი გარიგება, პაციენტების მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„ღრმა ბაზრის ცოდნა და მეცნიერული და კლინიკური შესაძლებლობები, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში იშვიათ ჰემატოლოგიაში შევიმუშავეთ, საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ინოვაციები“, - თქვა ბურლამ.

როგორც ცნობილია, კომპანიის ერთ აქციაში Pfizer-მა $68.5 გადაიხადა. ამასთან, Global Blood Therapeutics-ი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალო პრეპარატს აწარმოებს, რომელმაც გასულ წელს, კომპანიას $195 მილიონი მოუტანა. 

ცნობისთვის, რომ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია მწვავე დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 4.5 მილიონ ადამიანს აქვს.