აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სპრეი პაციენტებს საშუალებას მისცემს, სწრაფად მოქმედი პრეპარატის გამოყენებით ტკივილსგან გათავისუფლდნენ. კლინიკური ცდების მესამე ფაზის დროს, ადამიანებში ტკივილის დონე დაახლოებით 15 წუთში შემსუბუქდა.
მეცნიერების თქმით, Zavzpret-ი მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებად მიიჩნევა პაციენტებისთვის, რომლებიც პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ.
სპრეი შაკიკის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად Pfizer-მა კომპანია Biohaven-ისგან გასულ წელს, 10 მილიარდ დოლარად შეიძინა.
„(Pfizer) პრეპარატს ორი მთავარი უპირატესობა აქვს: ის უსაფრთხოა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებისთვის და მეორე, ჭარბი გამოყენებისას არ იწვევს თავის ტკივილს“, - განაცხადა კლივლენდის კლინიკის ფსიქიატრმა დოქტორ ემად ესტემალიკმა.
შაკიკის კვლევის ფონდის თანახმად, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 39 მილიონი ადამიანი იტანჯება მისგან გამოწვეული ტკივილით.
ახალი პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.