თეგი: SOCAR

ილჰამ ალიევმა Socar-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, იტყობინება News.Az. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი. პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანებით, როვნაგ ადბულაევი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ელნურ ალიევის დანიშვნის შესახებ.

KazMunayGaz-ი და SOCAR-ი აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გაზრდაზე მუშაობენ

ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია KazMunayGaz-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან ერთად, აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე მუშაობს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. KazMunayGaz-სა და SOCAR-ს შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება (წლიური მოცულობით 1,5 მილიონი) ტონა წელს დაიწყო. ითვალისწინებს რა მნიშვნელოვან თავისუფალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას, ეროვნული კომპანია აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტს პრიორიტეტულ საექსპორტო მიმართულებად მიიჩნევს. აზერბაიჯანული მხარის წინადადებით, ნავთობკომპანია KMG ასევე სწავლობს ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და პოტენციური სარკინიგზო მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულება დამოკიდებული იქნება მარშრუტის ეკონომიკურ ეფექტიანობასა და ტრანსპორტირების ღირებულებაზე. ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ - Reuters  

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოში, რუმინეთსა და შვეიცარიაში ენერგომომარაგების ტრადიციული წყაროებიდან მზის ენერგიაზე გადავდივართ

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), China Energy-სთან თანამშრომლობით, ოფშორული ობიექტების დეკარბონიზაციის დაწყებას გეგმავს, განაცხადა SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა აფგან ისაევმა COP29-ის ფარგლებში გამართული SOCAR-ის დეკარბონიზაციის პროგრესის შესახებ სესიაზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „სოკარ გრინმა“ და შპს „China Energy Overseas Investment Co“-მ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ფუზულის რაიონში 160 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის აშენებაზე. განახლებადი ენერგიის განვითარების შესახებ მემორანდუმები ასევე გაფორმდა China Energy-სა და China Datang Co. Ltd-სთან. ისაევის თქმით, SOCAR-მა ცოტა ხნის წინ დაიწყო 240 მეგავატი სიმძლავრის შაფაგის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა ჯაბრაილის რაიონში BP-სთან ერთად. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კასპიის რეგიონში ნავთობისა და გაზის უდიდესი ტერმინალის - სანგაჩალის ტერმინალის დეკარბონიზაციისთვის. „ეს არის ჩვენი ძალისხმევის პირველი ეტაპი ნახშირბადის ანაბეჭდის შესამცირებლად. მეორე ეტაპი ფოკუსირებული იქნება ოფშორული ობიექტების დეკარბონიზაციაზე," - აღნიშნა ისაევმა. SOCAR-მა ამ მიმართულებით თანამშრომლობა ასევე დაიწყო აბუ დაბის ნავთობის ეროვნულ კომპანიასთან (ADNOC), რომელიც ნავთობისა და გაზის დეკარბონიზაციის ქარტიის ერთ-ერთი ლიდერია. მისი თქმით, „სოკარი“ განახლებადი ენერგიის პროექტებს აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთაც ახორციელებს. „2017 წელს SOCAR Türkiye-მ ექსპლუატაციაში შევიდა 55 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური. „საქართველოში, რუმინეთსა და შვეიცარიაში კომპანია ენერგომომარაგების ტრადიციული წყაროებიდან მზის ენერგიაზე გადადის. შვეიცარიაშიც კი, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი პირველი, თუმცა მცირე, წყალბადის პროექტი. ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას და განვითარებას, რათა მზად ვიყოთ ახალი პარტნიორობისთვის,“ - აღნიშნა ისაევმა.