აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, იტყობინება News.Az. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი.
პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანებით, როვნაგ ადბულაევი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ელნურ ალიევის დანიშვნის შესახებ.