უკრაინა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობა, ადგილობრივი წინააღმდეგობის ჩასახშობად დაწესდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადებასთან დაკავშირებით განცახდება გაავრცელა.

„რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორის ახალი ეტაპი დაიწყო. 

რუსეთის ფედერაციის მიერ ეგრეთ წოდებული „სამხედრო მდგომარეობის“ გამოცხადება, მიზნად ისახავს ლუგანსკის ოლქის, დონეცკის ოლქის, ზაპორიჟჟისა და ხერსონის ოლქის მცხოვრებთა წინააღმდეგობა ჩაახშოს, რომლებიც რუსეთის ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამნისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინის ბრძანებულება ბათილია. „მას არ აქვს სამართლებრივი შედეგები უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის. სამაგიეროდ, ასეთი ნაბიჯი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულისა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელების მიმართ.

კრემლის რეჟიმის აგონიის მიუხედავად, უკრაინა გააგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და ხალხის გადარჩენას. 

მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციების განზრახვა, ე.წ. "სამხედრო მდგომარეობის" საფარქვეშ, ჩამოერთვას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს ადამიანის ძირითადი უფლებებიც კი. უკანონო გეგმები ძარცვის, იძულებითი დეპორტაციისა და მობილიზაციის ლეგალიზაციისთვის.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ, რომ უკრაინას რაც შეიძლება მალე მიაწოდონ თანამედროვე ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა ბარბაროსული რუსული რაკეტებისა და „კამიკაძე-დრონების“ თავდასხმებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.