პუტინი ამბობს, რომ მოლაპარაკებები სურს, ანექსირებული უკრაინის ტერიტორიების „დაცვას“ კი, „ყველა ძალითა და საშუალებით“ გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი დაიცავს თავის მიწას „მათთვის ხელმისაწვდომი ყველა ძალითა და საშუალებით“.

პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უკრაინის ოთხი ანექსირებული რეგიონის „არჩევანი“ არ განიხილება.

„მოვუწოდებთ „კიევის რეჟიმს“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, ყველა საომარი მოქმედებები, ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ეს არაერთხელ ითქვა. მაგრამ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ხალხის ჩვენ არ განვიხილავთ. ეს გაკეთდა და რუსეთი მას არ უღალატებს“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა.

რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.