ისრაელი, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას არ ცნობს

ისრაელი არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„ისრაელი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ოთხი რეგიონის ანექსიას", - აცხადებენ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.