თეგი: გელათი

გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, ტენიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, ახალი დროებითი გადახურვა მოეწყობა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებით გადახურვის მოწყობა იგეგმება. ყველა აუცილებელი სამუშაო დაიწყება 13 მაისიდან და დასრულდება ივნისის დასაწყისში. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით განხორციელდება. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორქთლებლად, ვინაიდან, დღეისთვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. 13 მაისიდან დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას თავად პროფესორი უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს. იგი საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოდის საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი. ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორები უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი ადგილზე შეისწავლეს გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარუდგინეს საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პოლიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები. საქართველოს კულტურის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან საგანგებოდ შეიქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე მომუშავე (არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, კედლის მხატვრობის სპეციალისტები და ა.შ.) ჯგუფი, რომელთანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ტაძარში წყლის ჩადინება 2020 წლის ბოლოდან აღარ ხდება და ამას ადასტურებს ICOMOS-იც კულტურის სამინისტროსთვის გამოგზავნილ დასკვნაში. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ UNESCO-ს მრჩეველ ორგანიზაციას ICOMOS-ს (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიაწოდა გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოებისა და კვლევების დეტალური ანგარიში და 2022 წლის თებერვალში მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სამონასტრო კომპლექსში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით ჩამოსული საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევები, მათ მიერ შერჩეული მეთოდოლოგია და ჩატარებული გადაუდებელი სამუშაოები ICOMOS-ის დადებით შეფასებას იმსახურებს.  

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას. ამასთან, უწყების ცნობით, საგანგებოდ ამ მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში უკვე იმყოფებიან ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, რომლებიც დღეს შეუდგნენ მუშაობას და 31 მაისამდე დარჩებიან საქართველოში. „მათ მიერ შეფასებული იქნება ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვის მოსაწყობად ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები და, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა შემდგომი რეკომენდაციები ახალი დროებითი გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით. ამასთან, ადგილზე იმუშავებს UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე დააკვირდება. კერძოდ, ალესანდრო მასარი ტაძარში ტენიანობის მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო მარიო პულიერი კედლის მხატვრობის მდგომარეობას გაუწევს მონიტორინგს. შეგახსენებთ, ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. დღეისათვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. 13 მაისიდან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ადგილზე UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი უხელმძღვანელებს. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. „როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი da ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პულიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი, კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.  

თეა წულუკიანი: დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე მუშაობას ვიწყებთ

დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე, ადგილზე მონიტორინგი გრძელდება, - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსში პრესკონფერენცია გამართა. „დასავლეთ მკლავის გადახურვა, ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი მოიხსნა. შესაბამისად, ნესტის აორთქლების პროცესი დაწყებულია. ნესტის სრულად აორთქლებასა და გამოშრობას დრო დასჭირდება – დღეიდან შემოდგომამდე პერიოდი. სახურავის გახსნის წყალობით, ვნახეთ, რა ხარვეზებია ადგილზე. გრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი. ასევე, დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე“, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. დღეისათვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. ასევე წაიკითხეთ: გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას  

გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია

გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ. შესაბამისად, ამ ნაწილში განთავსებული მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება. მათი ინფორმაციით, იტალიელ ექსპერტებთან ერთად გელათში იმყოფებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. „აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტთა მოცემული ჯგუფი კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა ჩამოცვენას გადაარჩინა. მათ შორის იყო მაცხოვრის სახეც. სასიხარულოა, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, რაც გამოყენებული მეთოდის სისწორეზე მეტყველებს. დადასტურებულია, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლა ასევე სრულად შეჩერებულია. თუმცა, გამომარილება გრძელდება. შესაბამისად გრძელდება სპეციალისტების მიერ 24 საათიან რეჟიმში კედლის მხატვრობის მონიტორინგი და მარილების მოშორება. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან, ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი და ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პულიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი, კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი გახდა ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებულია. გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე (ძირითადი ტაძარი) ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტები, ძეგლის გადახურვის სპეციალისტები - პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, საგანგებოდ, სამინისტროს მოწვევით, გელათში მიმდინარე წლის მაისის თვის დასასრულს ეწვივნენ. ამასთან, ადგილზე მუშაობდა UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე აკვირდებოდა. კერძოდ, ალესანდრო მასარი ტაძარში ტენიანობის მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, ხოლო მარიო პულიერი კედლის მხატვრობის მდგომარეობას უწევდა მონიტორინგს. ამჟამად გელათში ჩამოსული ჯგუფის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების ზედამხედველობას კვლავ იგივე პროფესიონალები გაუწევენ“, - აღნიშნულია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო

კულტურის სამინისტროს ცნობით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა. „ახალი დროებითი გადახურვა წინა გადახურვასთან შედარებით არის გაცილებით მსუბუქი და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისგან ნებისმიერ კლიმატური პირობებში. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად“, – აცხადებენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.  

კულტურის სამინისტროს ცნობით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა. „ახალი დროებითი გადახურვა წინა გადახურვასთან შედარებით არის გაცილებით მსუბუქი და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისგან ნებისმიერ კლიმატური პირობებში. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად“, – აცხადებენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.  

მონიტორინგის მიზნით, გელათს კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი მორიგი ვიზიტით ეწვია. ალესანდრო მასარის ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის ძირითად ტაძარში არსებული კლიმატური პირობების შესწავლა იმ ფონზე, როდესაც ტაძრის დასავლეთ მკლავის ხარვეზიანი გადახურვა მაისის თვიდან გახსნილია, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა და მიმდინარეობს ტაძრის კედლების გამოშრობა. კლიმატოლოგი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება და ამ პერიოდის განმავლობაში, მეცნიერულად შეისწავლის ყველა საჭირო მონაცემს, დააკვირდება ტაძარში მიმდინარე შრობის პროცესს, რის შედეგადაც მის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, კულტურის სამინისტრო შემდგომ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. შეგახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი თუნუქის საფარი და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავი მოიხსნა და ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და ზაფხულში დასრულდა. დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგრომეტრული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით მიმდინარეობდა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი იყო ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. მანამდე, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობდა, რაც აფერხებდა ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნიდა კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭირო იყო ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნებოდა და სწორედ მათი რეკომენდაციების შესაბამისად მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა. საგანგებოდ ამ პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, იმყოფებოდნენ. ამასთან, ადგილზე მუშაობდა UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე ზედამხედველობდნენ. აღსანიშნავია, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში 2021 წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი, ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პოლიერი ეწვივნენ. 2021 წლის ნოემბერში კი, სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან საგანგებოდ შეიქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე მომუშავე (არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, კედლის მხატვრობის სპეციალისტები და ა.შ.) ჯგუფი, რომელთანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ტაძარში წყლის ჩადინება 2020 წლის ბოლოდან აღარ ხდება და ამას ადასტურებს ICOMOS-იც კულტურის სამინისტროსთვის გამოგზავნილი დასკვნაც. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში სამინისტრომ UNESCO-ს მრჩეველ ორგანიზაციას. ICOMOS-ს (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიაწოდა გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოებისა და კვლევების დეტალური ანგარიში და 2022 წლის თებერვალში მიიღო ორი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სამონასტრო კომპლექსში სამინისტროს მოწვევით ჩამოსული საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევები, ასევე, მათ მიერ შერჩეული მეთოდოლოგია და ჩატარებული გადაუდებელი სამუშაოები, როგორც კედლის მხატვრობის, ასევე არქიტექტურის ნაწილში, ICOMOS-ის დადებით შეფასებას იმსახურებს.  

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი იყო

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილია, მონასტერში დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა. ამასთან, კონკრეტულად რამდენი კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, ამ ეტაპზე უცნობია.  

გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი შეაფასებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 22 ივლისის მოწვევის შედეგად, საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მისიის მიზანია, შეაფასოს გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 და 2022 წლებში კონსერვაციის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოები, ღვთისმშობლის ტაძრის მკლავებში კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციისთვის გამოყენებული მეთოდები და მასალები, ასევე – საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. „შეგახსენებთ, ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის 13 მაისს დაიწყო და აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდა. ტაძრის მკლავებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, აუცილებელი იყო ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად, ვინაიდან აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობდა, რაც აფერხებდა ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნიდა კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით, საჭირო იყო ახალი დროებითი გადახურვა (რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნებოდა), რაც გაკეთდა კიდეც მიმდინარე წლის ზაფხულში. რაც შეეხება კედლის მხატვრობას, მასზე ზრუნვა UNESCO-ს ექსპერტების პირველივე მისიის საქართველოში ჩამოსვლიდან (2021 წლის ივნისი) დაიწყო და კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში შეჩერდა. დროებით გადახურვასაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი). აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტთა ეს ჯგუფი კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა ჩამოცვენა/განადგურებას გადაარჩინა. მათ შორის იყო მაცხოვრის სახეც. ნიშანდობლივია, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, რაც გამოყენებული მეთოდის სისწორეზე მეტყველებს. დადასტურებულია, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც, იუნესკოს სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციში.  

გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება, მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია - პატრიარქი

საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკული, შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა. "გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ მხატვრობის დაზიანების სირთულისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საჭირო იყო მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომელთაც შესაბამისი კომპეტენცია და ტექნიკური რესურსი ექნებოდათ და რომელნიც, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უმკურნალებდნენ და გადაარჩენდნენ გელათის მხატვრობას. სწორედ ამ ეტაპიდან იწყება დღევანდელ პოზიციათა სხვაობა, რომელიც უკავშირდება, 2021 წლის ზაფხულში, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას. მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა. სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადჰყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთის და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში; ასევე ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველო“-ს კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა; და ასევე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, - ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი. ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში, 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს. მკაფიო საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას იუნესკოს ექსპერტთა ანგარიშიდან: „მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობაზე ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების საფუძვლიან შეფასებას აფერხებს მათი მდგომარეობის შესწავლისა და შესრულებული ჩარევების დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა, ასევე ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის სიმწირე. შემაშფოთებელია დასავლეთ მკლავის ზედა ნაწილში კედლის მხატვრობაზე ჩატარებული გადაუდებელი ჩარევების დროს გამოყენებული ზოგიერთი მასალა და ტექნიკა. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები მიზნად ისახავს ამ პრობლემების გადაჭრას.“ „A thorough assessment of the conservation treatments undertaken on the mural paintings in the Main Church are hampered by the apparent lack of documentation related to their condition assessment and the past interventions, as well as by the lack of analysis of the plaster and painting techniques. Nevertheless, concerns can be confidently expressed regarding the approach and selection of some of the materials and techniques for emergency interventions on the wall paintings in the upper part of the west wing. “ შემდეგი: „კიდევ ერთი დამაფიქრებელი საკითხია მხატვრობის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა.“ „Another matter of concern is the apparent lack of documentation regarding the condition assessment of the mural paintings“. შემდეგი: „კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის არარსებობას, განსაკუთრებით თაღების ზედა ნაწილებში, თუმცა იგი აუცილებელია ყველა მხატვრობისთვის, რადგან ფერწერის ტექნიკის, ცვლილებისა და დაზიანებების ფენომენების და შესაძლო საკონსერვაციო ზომების უკეთ შეფასებისა და კორელაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა.“ „Another issue of concern is the lack of analysis of the plaster and painting techniques, particularly of those in the upper parts of the vaults, but necessary for all mural paintings, in order to better assess and correlate painting techniques, phenomena of alteration and decay, and possible conservation treatment ჩვენ არ შევდივართ კონსერვაცია - რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას. საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან. ასევე გვსურს გელათის ირგვლივ შექმნილ ზოგად პრობლემატიკასაც შევეხოთ. იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის მოწვევა საქართველოში მოხდა კულტურის სამინისტროს მიერ, მაგრამ გელათის პრობლემატიკის სიღრმისეული შესწავლისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის 30.09.2022 წ.-ს გაგზავნილი წერილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორის ბ-ნ ლაზარე ელუნდუ ასსომოსა და იკომოსის პრეზიდენტის ქ-ნ ტერეზა პატრიციას მიმართ. მისმა უწმინდესობამ ითხოვა, რომ საკითხი საფუძვლიანად შესწავლილიყო. იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით. თხოვნით მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს და ტელევიზიებს, თანაბრად ყველას, ნუ ვიქნებით მიკერძოებულები და ნუ მივუდგებით ამ ზოგად ქართულ საკითხს ჩვენი ვიწრო ინტერესებით. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს. ვისაუბროთ მშვიდად და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორი თანამშრომლობის შედეგად, შექმნილი კრიტიკული ვითარება დაძლევადი და მოგვარებადია. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას", - ნათქვამია განცადებაში.  

გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს. შესაბამის ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, კულტურის სამინისტრო მიმდინარე სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად საპატრიარქოს წარმომადგენლები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ. „ჩვენი დისკუსია დავაფუძნეთ იმ პრობლემებს, რომლის აღმოფხვრაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩემი მინისტრობისას ძალიან აქტიურად დაიწყო. შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის, რომლების მოგვარების პროცესი დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდენ, რომ გელათის სამონასტრო კომლექსთან დაკავშირებით დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში. „ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ ის ლოჯისტიკური საშუალებები, რაც იქნება მათთვის საჭირო ამ პროცესის განსახორციელებლად, მაგალითისთვის, ის მაღალი სტანდარტის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო, დაახლოებით 900 ათასი ლარის ღირებულების ხარაჩოები, რომლებიც 2021 წლის დეკემბერში შევიძინეთ, ასევე უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცემა ჩვენ მიერ საქართველოს საპატრიარქოს და, რასაკვირველია, ისინი სწორედ ამის წყალობით შეძლებენ, რომ იქ კონსერვაციის სამუშაო წარიმართოს სრულფასოვნად. ასევე, შევთანხმდით, რომ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით. სწორედ იქ შეეძლება ყველა ხელოვნებათმცოდნეს, პროფესიონალს მონაწილეობის საშუალება და იმედი მაქვს, პოლიტიკისგან დაცლილ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას. გასაგებია, რომ საქართველოს საპატრიარქოში ვერავინ ვერ შეიტანს პოლიტიკურ ელემენტს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე. ასე განაწილდა პასუხისმგებლობები. მინდა, ჩვენს ეკლესიას, რომლის შვილებიც ვართ ყველანი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში დიდი წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს

გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქო აპირებს, შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. „გვსურს, საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ, 2023 წლის 24 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს. საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM-ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად (2022 წლის 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიში), უპირობოდ აპირებს, შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე. გელათის ტაძრების მხატვრობის და, პირველ ყოვლისა, ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM-ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას, ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას. საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებგვერდს, სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება, ხოლო მათ მიმართ არ გაგვაჩნია შესაბამისი პატივისცემა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ქართულ საზოგადოებას მინდა დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში - პრემიერი გელათის რეაბილიტაციაზე

ჩვენი მთავრობის სახელით, საქართველოს ეკლესიას, მეცნიერების წარმომადგენლებს, ქართულ საზოგადოებას მინდა დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ის დროებითი კომიტეტის მუშაობის შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენთვის, ყველასთვის გელათი წარმოადგენს ჩვენი ერის განუმეორებელ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას. ალბათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გელათი არის მართლაც უნივერსალური სულიერი იდეის მატერიალური ძეგლი, სადაც მეცნიერება და რწმენა ერთმანეთთან უნიკალურადაა შეზავებული. ერი და ბერი ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისთვის, ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას. ჩვენი მთავრობის სახელით, საქართველოს ეკლესიას, მეცნიერების წარმომადგენლებს, ქართულ საზოგადოებას დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში. მე ვარ ბედნიერი და მიხარია, რომ კვლავ ერთად ვდგავართ ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მუშაობის შესახებ საუბრობენ სასტუმრო „მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში. პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დამსწრე საზოგადოებას გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მიმდინარე პროცესი და სამუშაო გეგმა გააცნო.  

გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს - მეუფე შიო

გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქართულ საზოგადოებას მინდა დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში - პრემიერი გელათის რეაბილიტაციაზე მეუფე შიოს განმარტებით, იუნესკოს მთავარი და უცვლელი რეკომენდაცია არის გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის, დაუყოვნებლივ, მთლიანი დამცავი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, რამაც კედლის მხატვრობის გადარჩენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად უსამღვდელოესო მეუფენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ღირსნო მამანო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო მეცნიერებო, მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. დღეს გვინდა გაგაცნოთ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვითარება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე (ამ მიმართულებით) შესრულებული სამუშაოები და ასევე ჩვენი სამომავლო ხედვა და გეგმები. მოგეხსენებათ, რომ პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ერთობლივად შემუშავდა თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გელათის რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფოსთან ერთად, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომით და ჩართულობით. ამ მიზნით მიმდინარე წლის 6 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიდო ხელშეკრულება“, - აღნიშნა მეუფე შიომ.  

„ტაძარში 21 კრიტიკული კერაა“ - უცხოელი სპეციალისტების პირველადი დასკვნა გელათზე

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაო იწყება. მას იტალიელი და ინგლისელი სპეციალისტები შეასრულებენ. დღეს სპეციალისტებმა ჟურნალისტებს მოკვლევის პირველადი დასკვნა გააცნეს. მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც განხორციელდება. პარალელურად, იტალიელი სპეციალისტი რობერტო ნარდი მოზაიკას შეისწავლის. დიაგნოსტიკის შემდეგ დაიწყება მოზაიკის კონსერვაციაც. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმაზე საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხერხდება. მათივე ინფორმაციით, გაგრძელდება გადახურვის სამუშაო და მოეწყობა კიდევ ერთი დროებითი გადახურვა. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული-სამეცნიერო საბჭოს მდივანი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ყველა სამუშაო, რომელიც გელათში ჩატარდება, დეტალური სამეცნიერო კვლევის შედეგად არის დაგეგმილი. „ჩამოსულები არიან ჩვენი ინგლისელი კოლეგები, ასევე მოზაიკის ჯგუფი რობერტო ნარდის ხელმძღვანელობით. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროექტი და არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ერთ წუთში. ამიტომ საჭიროა, სწორად იყოს პროცესი დაგეგმილი. ყველაფერი, რაც აქ ხორციელდება, არის ძალიან დეტალური სამეცნიერო კვლევის შემდეგ დაგეგმილი. ძალიან მალე პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველას გვაწუხებს გელათი და ყველამ ვიცით, რომ არამარტო გადარჩება, არამედ, აქ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება. ექსპერტებმა განსაზღვრეს ყველა პრობლემური წერტილი და შეძლებისდაგვარად ხდება აღდგენა. შეუძლებელია ყველაფრის აღდგენა, ეს პრობლემები ერთი კვირის და ერთი წლის წინ არ არის დაწყებული, საკმაოდ დიდი ხნის არის, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ არის ერთიანობა, სამეცნიერო ხედვა, რომელიც გადის დიდ საერთაშორისო ფილტრს,“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, ტაძარში 21 კრიტიკული კერაა, რომელზეც სამუშაო ჩატარდება. „დღეს სპეციალისტები იწყებენ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც ძალიან კარგი ამბავია, რადგან კედელი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ მხატვრობასთან მუშაობა შევძლოთ. დღეს მოხდება მასალების პირველი დატესტვები და სამუშაოს ჩატარება კრიტიკულ კერებზე. 21 ასეთი კერაა ტაძარში,“ – აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.