გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი იყო

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მონასტერში დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა.

ამასთან, კონკრეტულად რამდენი კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, ამ ეტაპზე უცნობია.