კულტურის სამინისტროს ცნობით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა.
„ახალი დროებითი გადახურვა წინა გადახურვასთან შედარებით არის გაცილებით მსუბუქი და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისგან ნებისმიერ კლიმატური პირობებში. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად“, – აცხადებენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.