ეკვადორში $330 მილიონის ღირებულების კოკაინი ამოიღეს

ეკვადორში პოლიციამ ბელგიისთვის განკუთვნილ ბანანის კონტეინერში თითქმის 8,8 ტონა კოკაინი იპოვა. BBC წერს, რომ ეკვადორი გახდა ერთ -ერთი მთავარი სატრანზიტო ქვეყანა მეზობელ პერუსა და კოლუმბიაში წარმოებული კოკაინისთვის.

დაყადაღება ემთხვევა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის ანელი ვერლინდენისა და ევროკომისარ ილვა იოჰანსონის ვიზიტს ეკვადორსა და კოლუმბიაში. ოფიციალურ პირებს სურთ, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა გააძლიერონ სამხრეთ ამერიკის ორ ქვეყანასთან.