კოლუმბიის პოლიციამ კოკაინით სავსე 20 000-მდე ქოქოსი ამოიღო. გამოცემა Independent-ის ცნობით, ქოქოსების პარტია იტალიის ქალაქ გენუაში უნდა ჩასულიყო.
სამართალდაცველების განცხადებით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ 19 780 ქოქოსის რძე თხევადი კოკაინით იყო ჩანაცვლებული.
20 000 ქოქოსი 504 ტომარაში იყო განთავსებული. ტვირთის ამოღების ოპერაცია კოლუმბიის გენერალური პროკურატურის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სპეციალური სამმართველოსა და პოლიციის ერთობლივი ძალებით ჩატარდა.