მარინა კალიურანდი: ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს ბევრი მეგობრის მხარდაჭერა აქვს

„ჩემი გზავნილია: არ დანებდეთ მიზნისკენ სწრაფვაში, რომ გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი, იყავით მზად, გააგრძელოთ რეფორმები“, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ესტონელი ევროპარლამენტარი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი Europe Time-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ

მარინა კალიურანდი: ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ სწრაფვა მიზნისკენ, გახდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი

„ყველას გვახსოვს ბუქარესტის სამიტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ NATO-ს წევრები და შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს MAP-ი, რომელიც არ მიგიღიათ 13 წლის შემდეგაც. NATO-ს სამიტი ორ კვირაში ბრიუსელში იქნება. იგივეს ვიტყვი, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით ვთქვი, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია ალიანსიდან დადებითი სიგნალების, დადებითი პასუხების მისაღებად. ასე რომ, ეს არის მომავალი, რომელიც თქვენმა ხალხმა აირჩია. თქვენ, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაოთ თქვენი ხალხისთვის და იმ ოცნებების ასრულებისთვის, რომლებიც თქვენმა ხალხმა გამოხატა. ასე რომ, თქვენ გაქვთ ბევრი მეგობრის მხარდაჭერა ევროკავშირსა და NATO-ში“, - განუცხადა Europe Time-ს მარინა კალიურანდმა.

მარინა კალიურანდი: რუსეთთან ურთიერთობის პრინციპები უნდა გადაიხედოს. თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რაც რუსეთში ხდება

მარინა კალიურანდი: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში