ფილიპ რიკერის ვიზიტი „მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით“ ადვოკატირების ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო

თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტი „მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით“ ადვოკატირების ჯგუფის წარმომადგენლებთან დახურულ ფორმატში შეხვედრით დაიწყო.

ფილიპ რიკერი შეხვდება ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. განიხილება პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხებს.

დღის მეორე ნახევარში ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენციას გამართავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია

აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას