აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია. ამერიკელი დიპლომატი, რომელიც საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია, შეხვედრებს ხვალ დაიწყებს, რომლის განმავლობაში დაგეგმილია მოლაპარაკებები როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან. ფილიპ რიკერი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, ფილიპ რიკერი ჩადის საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 6-13 ივნისს, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარების ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები.

აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოს ეწვევა

საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან