საქართველოში აშშ-ის საელჩო სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერისა და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე შტატების წარმომადგენელმა ჯგუფს უთხრა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინებულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის ,,საგარეო პოლიტიკის გულში იყოს". პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ამის ნაწილია.
,,მედიის თავისუფლების მიმართ მუქარა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებებში, არამედ საზოგადოების მიერ ინფორმაციაზე წვდომის უფლებებში ჩარევაა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი წუხელ თბილისში ჩამოვიდა და საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ერთკვირიანი ვიზიტი დაიწყო.
ამ დილით ის საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერებს შეხვდა. მან ჯგუფს უთხრა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინეობულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში იყოს. პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ამის ნაწილია.მსოფლიოში ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს საკუთარი რწმენა, ჩარევის გარეშე ჰქონდეს მოსაზრებები, იძიოს, მიიღოს და გააზიაროს ინფორმაცია და იდეები.
მედიისთვის მეტი თავისუფლებისა და ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის უფრო მაღალი დონის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა უფლებადამცველთა წუხილი და იდეები მოისმინა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ფილიპ რიკერი შეხვდება ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. განიხილება პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხებს.
დღის მეორე ნახევარში ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენციას გამართავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს