NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშული.
როგორც ცნობილია, მხარეებმა შეხვედრისას 14 ივნისს დაგეგმილი NATO-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.
გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს ხელმძღვანელობისთვის და NATO-ს მიმართ შეერთებული შტატების "მტკიცე ერთგულებისთვის" და აღნიშნა, რომ ის მიესალმება პრეზიდენტის "მკაცრ გზავნილს ალიანსების მნიშვნელობის შესახებ".
სტოლტენბერგის განცხადებით, ის და აშშ-ის პრეზიდენტი შეთანხმდნენ სულ უფრო კონკურენტულ მსოფლიოში ალიანსის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე იმაზე, რომ NATO-2030-ის ინიციატივის ფარგლებში მიღებული ამბიციური გადაწყვეტილებები ალიანსს მომავლისთვის მოამზადებს.
როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, NATO-ს 2030 წლის ამბიციური დღის წესრიგი მოიცავს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას, მდგრადობის განმტკიცებას, ალიანსის ტექნოლოგიური ასპექტის გამკაცრებას, კლიმატის ცვლილების უსაფრთხოების გავლენის მოგვარებას და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაზრდას, რომლებიც NATO-ს ღირებულებებს იზიარებენ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სამუშაოები თავდაცვის სფეროში მუდმივ ინვესტიციებს მოითხოვს.
2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.