„საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი და საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი ეწვია“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისადა ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
„შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა, მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს ესაუბრა „უკრაინის მართლმადიდებლობაში“ არსებული მდგომარეობის შესახებ. განიხილეს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ილია მეორეს ესტუმრა