ლიეტუვის პრეზიდენტი: ბალტიის ქვეყნებს ერთიანი პოზიცია აქვთ, NATO-ს სამიტზე დაიცვან უკრაინის და საქართველოს მიმართ უფრო მტკიცე მხარდაჭერა

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, NATO-ს სამიტზე ბალტიის ქვეყნები საქართველოსა და უკრაინას უფრო მტკიცედ დაუჭერენ მხარს.

„ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია მჭიდრო კოორდინაციაში არიან NATO-ს სამიტის წინ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მტკიცე შეკავება, გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და მუდმივად შევიტანოთ წვლილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ადაპტაციაში. ბალტიის ქვეყნებს ერთიანი პოზიცია აქვთ, რომ დაიცვან ასპირანტი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ უფრო მტკიცე მხარდაჭერა“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი Twitter-ზე.

NATO-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება.