37 წლის სამხრეთ აფრიკელმა ქალმა, გოსიამე თამარა სიტოლემ, 10 ტყუპი გააჩინა, რაც შესაძლოა, ახალი მსოფლიო რეკორდი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გოსიამე თამარა სიტოლეს მეუღლე აცხადებს, თავდაპირველად ექოსკოპიაზე მხოლოდ 8 ბავშვი ჩანდა.
"შვიდი ბიჭი და სამი გოგო შეგვეძინა. ძალიან ბედნიერი ვარ, ემოციური მომენტია, მეტს ვერაფერს ვიტყვი".- აცხადებს ბავშვების მამა, ტებოჰო ტსოტესი.
წყვილს სულ 12 შვილი ჰყავს, 6 წლის წინ გოსიამეს და ტებოჰოს ტყუპები შეეძინათ.
გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ BBC-ს განუცხადა, რომ ქალბატონი სიტოლის საქმეს იძიებს.
გინესის მსოფლიო რეკორდს ფლობს აშშ-ში მცხოვრები ქალი, რომელმაც 2009 წელს 8 ტყუპი გააჩინა.
გასულ თვეში კი მალიში, 25 წლის ქალმა, ჰალიმა ქისემ 9 ტყუპი - 5 გოგო და 4 ბიჭი - გააჩინა.