''დარწმუნებული ვარ სახელმწიფო მდივანი ძლიერ გზავნილებს ჩამოიტანს'' - როგორც "ევროპათაიმთან" საუბარში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე, აღნიშნავს, აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია და საქართველომ ეს შესაძლებლობა ბოლომდე უნდა გამოიყენოს.
"ვიზიტი უდავოდ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული რეალობების გათვალისწინებით. დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სახელმწიფო მდივანი ძლიერ გზავნილებს ჩამოიტანს როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიის განმტკიცებისა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოვიყენოთ და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივებიც შევთავაზოთ სტრატეგიულ პარტნიორს", - განუცხადა "ევროპათაიმს" თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი, საქართველოს 17-18 ნოემბერს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან გამართავს.