როდის განახლდება Sinovac-ის ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია

Sinovac-ის ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე 14 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, 9 ივნისს Sinovac-ის ვაქცინის მეორე დოზით რეგისტრაცია დაიწყო.

"Sinovac-ის მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. Sinovac-ის ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. 1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ Sinovac-ის ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა . საქართველოში Sinovac-ის 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანმომ Sinovac-ის ვაქცინას საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა