ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
რეზო გაბრიაძე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენეს, საზოგადოებამ ის ტაძრიდან ტაშით გააცილა.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები.
საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვარი და მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.
BBC რეზო გაბრიაძეზე სტატიას აქვეყნებს