ჯო ბაიდენი ბორის ჯონსონს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა.

ბაიდენმა და ჯონსონმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსააც მათ „ახალი ატლანტიკური ქარტია“ უწოდეს.

„ატლანტიკური ქარტია“ 80 წლის წინ მეორე მსოფლიო ომის დროს გააფორმა ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა, უინსტონ ჩერჩილმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ფრანკლინ რუზველტმა.

„ახალ ატლანტიკურ ქარტიაში“ ნათქვამია, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი დემოკრატიის, ღია საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების ერთგულია. დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო წესრიგის განმტკიცების აუცილებლობას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობაზე.

აშშ და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ამავე დროს პირობას დებენ, რომ გვერდით დაუდგებიან ნატოს მოკავშირეებს. დოკუმენტში ასევე საუბარია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე.

ცნობისთვის, თეთრის სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა მისი პირველი ევროტური პრეზიდენტის რანგში გუშინ დაიწყო.

ის პირველად დიდ ბრიტანეთს ეწვია, სადაც გარდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა, მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტში.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ვიზიტისას ის დედოფალ ელიზაბეთ II-ს შეხვდება. ბაიდენი იქნება შტატების მე-13 პრეზიდენტი, რომელთანაც დედოფალი შეხვედრას გამართავს.