ფილიპ რიკერი ილია მეორეს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში ვიზიტის შემდეგ ფილიპ რიკერი აზერბაიჯანსა და სომხეთში გაემგზავრა. ბაქოსა და ერევანში შეხვედრების შემდეგ კი, ისევ თბილისში დაბრუნდა და უწმინდესს შეხვდა.

დღესვე, ფილიპ რიკერი ჯვრის მონასტერს მოინახულებს, რომლის დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია-კონსერვაცია სწორედ ამერიკის დაფინანსებით ხორციელდება.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს 7 ივნისს ეწვია.