კონდოლიზა რაისი: NATO-მ უკრაინა და საქართველო თავის რიგებში უნდა მიიღოს, ამისათვის მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყნებისთვის MAP - ის მინიჭებას

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის განცხადებით, საქართველო და უკრაინა უნდაგახდნენ NATO-ს წევრი ქვეყნები და მიიღონ წევრობის სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა.

„მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. NATO-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს და ამისთვის მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ კი საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ NATO-ს კარი ორივე ქვეყნისთვის ღია რჩება.

„NATO-ს კარი ღია რჩება. მოკავშირეები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები რჩებიან, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან NATO-ს წევრები. ველოდები, რომ ალიანსის ლიდერები მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მკაფიოდ განაცხადებენ ამის შესახებ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტის დღის წესრიგი უკვე გამოქვეყნდა.

ამასთანავე, NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა,