პარლამენტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარდგენილ ამნისტიის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
ოპოზიციის კანონპროექტს მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
შესაბამისად, მუშაობა “ქართული ოცნების“ კანონპროექტზე გაგრძელდება, რომელიც ორი მოსმენით განხილული და მიღებულია.
ოპოზიციის პროექტი მხოლოდ მიმდინარე საქმეებს ეხებოდა. მისი მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებოდნენ 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც უკვე არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული.
კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.