"დიდი შვიდეულის" ლიდერები გლობალურ ანტიპანდემიურ სამოქმედო გეგმას წარადგენენ

BBC-ის ცნობით, "დიდი შვიდეულის" ლიდერები ვალდებულებას იღებენ გამოიყენონ თავიანთი რესურსები, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის მსგავსი პანდემიით გამოწვეული კატასტროფები.

სწორედ ამიტომ, დღეს, სამიტის მეორე დღეს, კორნუოლში შეკრებილი "დიდი შვიდეულის" ლიდერები,სპეციალურ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა ღონისძიება, რომელიც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო.

გეგმის მთავარი მიზანია, ვაქცინების საჭირო რაოდენობის მობილიზების უზრუნველყოფა 100 დღეზე ნაკლებ დროში.

გავრცელებული ინფორმაციით, დეკლარაცია მოიცავს ისეთი ზომების გატარებას, როგორიცაა გლობალური სამეთვალყურეო ქსელებისა და გენომური თანმიმდევრობის შესაძლებლობების გაძლიერება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირებისა და გაძლიერების ხელშეწყობას.

ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც სამდღიან სამიტს მასპინძლობს, შეხვედრის გახსნისას თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, 2008 წლის კრიზისის მაგალითზე სწავლა და უთანასწორობის ნაიარევის დაძლევა".

"დიდი შვიდეულის" სამიტი გუშინ დაიწყო.

სამიტი კორნუოლში იმართება და ორი დღე გაგრძელდება.

ცნობისთვის, "დიდი შვიდეული“"არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს შვიდ, ეკონომიკურად მოწინავე ქვეყანას - კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, დიდი ბრიტანეთსა აშშ-ს აერთიანებს.