ENKA: კომპანია არ აპირებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია ENKA-მ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია ENKA სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ENKA არ აპირებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

„სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია ENKA-მ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის – „ნამახვანჰესის“ გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

ასევე, კომპანია მზადაა, პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

დრეს ევრკოავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას გამართავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს