სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის,  საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აიცრნენ, მთავრობა შეღავათების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეისთვის, ქვეყანაში 64 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვყავს. საკოორდინაციო საბჭო, ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის, განიხილავს შესაბამის შეღავათებს. საუბარია, მაგალითად, კომენდანტის საათთან, მოგზაურობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე. ეს აუცილებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები