ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში სამოგზაურო ბილეთი აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა

კომპანია Amazon-ის დამაარსებელთან, ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში სამოგზაურო ბილეთი აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ორგანიზაცია Blue Origin ავრცელებს, რომელმაც აუქციონი გამართა.

„ბეზოსის გვერდით ადგილი აუქციონში მონაწილე 107-ე ნომერმა $28 მილიონად იყიდა“, - განაცხადა აუქციონის წამყვანმა.

ამ დრომდე არაა დაზუსტებული, თუ ვის აქვს შანსი, რომ ორბიტაზე Amazon-ის მფლობელთან ერთად გავდეს. Blue Origin-ის ცნობით ინფორმაცია რამდენიმე კვირაში გასაჯაროვდება.

ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში 20 ივლისს გაემგზავრება. ამის შესახებ ჯეფ ბეზოსმა Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.