ბაიდენის ადმინისტრაცია: NATO-ს ლიდერები სამიტზე ამბიციურ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, NATO-ს ლიდერები დღეს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ამბიციურ ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს.

”მოკავშირეთა ლიდერები იწყებენ სამიტზე ამბიციური ინიციატივებს წარდგენას, რომლებიც უსაფრთხოებას 2030 წლის შემდეგაც უზრუნველყოფს ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, სამიტზე ალიანსის ლიდერები „სტრატეგიულ კონცეფციას” გადახედავენ, რომელიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ჩინეთის მიერ შექმნილ გამოწვევებს გაითვალისწინებს.

კერძოდ, ახალი „სტრატეგიული კონცეფცია“ 2022 წლის NATO-ს სამიტზე დასამტკიცებლად მომზადდება. კონცეფციაში პირველად იქნება გათვალისწინებული ჩინეთის სამხედრო აღზევება, როგორც გამოწვევა.

NATO-ს ლიდერები დაამტკიცებენ კიბერთავდაცვის ახალ პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს კოორდინაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ალიანსის გამძლეობა გახშირებული საფრთხეების მიმართ.

საკითხებს შორის იქნება ავღანეთისა და კლიმატის ცვლილების საკითხებიც.

ასევე, ალიანსის ლიდერები შეთანხმდებიან რეფორმებზე, რომელიც „NATO 2030“-ის სახელით არის ცნობილი. გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოყოფს 9 მიმართულებას, სადაც NATO-ს შეუძლია, მოახდინოს მოდერნიზაცია საშუალოვადიან პერიოდში.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში NATO-სა სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება.

,,დიდი შვიდეულის სამიტის" შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელში გუშინ ჩაფრინდა.