საქართველო და უკრაინა შავ ზღვაში NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა.
„ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან. უკრაინას ვეხმარებით საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეები დღეს დააფიქსირებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება.