Novavax-ის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია - კვლევა

ვაქცინების მწარმოებელმა Novavax-მა განაცხადა, რომ მისი პრეპარატი 90-ით ეფექტურია COVID19- ის წინააღმდეგ და ასევე იცავს ვირუსის სხვა ვარიანტებისგანაც. ამაზე აშშ-სა და მექსიკაში ჩატარებული ფართო კვლევა ადასტურებს.

”ჩვენი პირველი დოზები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში გაიგზავნება და ჩვენი მიზანიც ეს იყო თავიდანვე,” - განუცხადა ნოვავაქსის აღმასრულებელმა დირექტორმა სტენლი ერკმა Associated Press- ს.

კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ შემდეგი წლის განმავლობაში 110 მილიონი დოზა მიაწოდოს აშშ-ს, ხოლო განვითარებად ქვეყნებს ჯამში 1.1 მილიარდი დოზა.

Novavax-მა COVAX-თან ხელშეკრულება მაისში გააფორმა და ვაქცინების განაწილებას მესამე კვარტალში დაიწყებს.

Covax-მა დაადასტურა, რომ მესამე კვარტალში 700 ათას დოზა Novavax-ის ვაქცინას მიაწვდის საქართველოს.