2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 %-ით მეტია. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათვამი.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 538.1 მლნ. დოლარი იყო (24.4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 3 481.3 მლნ. აშშ დოლარი (15.7 %-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1 943.2 მლნ. დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტი შეადგინა.